
„არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მოქმედებს საკუთარი შეხედულების მიხედვით და არა პატრიარქის კურთხევით“, – ამის შესახებ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
ხშირად ისმის შეკითხვა: – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, საპროტესტო მოძრაობაში ჩართვით, გამოხატავს თუ არა ქართული ეკლესიის პოზიციას? პასუხია:
– არა, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მოქმედებს საკუთარი შეხედულების მიხედვით და არა პატრიარქის კურთხევით.
4 ოქტომბრის საპატრიარქოს განცხადებაში, მისი ოფიციალური პოზიციაა ასახული, არქიმანდრიტი დოროთეს ქმედება კი მის შინაარსთან მოდის წინააღმდეგობაში“, – აღნიშნავს დეკანოზი ჯაღმაიძე.