
„ლელო” ცესკოს მიერ დათვლილი ხმების რაოდენობას ეთანხმება.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ, რომელიც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად იყო წარმოდგენილი, „ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში მადლობა გადაუხადა 40 ათასამდე თბილისელს, რომელმაც მას არჩევნებში მხარი დაუჭირა.
„მადლობა 40 ათასამდე თბილისელს, რომელიც მოვიდა, ხმა მომცა და მხარი დამიჭირა ამ პროცესში”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.