აქტივისტი ირაკლი მილაძე ნანუკა ქაჯაიაზე: ეს არის უნაძირლესი ე.წ. ჟურნალისტი, გარდა იმისა, რომ “ლელოს” დაკვეთას ასრულებდა ეს ქაჯი და ხაზარაძის ჩასვრილს წმენდდა, 2024 წელს, სააპელაციოსთან აქციაზე, ჩემგან იცავდა “იმედის” და “პოსტივის” ჟურნალისტებს

აი ეს გოგო არის უნაძირლესი ე.წ. ჟურნალისტი, – ამის შესახებ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ირაკლი მილაძე, “ტვ პირველის” ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიაზე სოციალურ ქსელში წერს.

მილაძის განცხადებით, ქაჯაიამ “ლელოს” დაკვეთა შეასრულა და “ხაზარაძის ჩასვრილს წმენდდა.

“აი ეს გოგო არის უნაძირლესი ე.წ. ჟურნალისტი. გარდა იმისა, რომ დღეს ლელოს დაკვეთას ასრულებდა ეს ქაჯი და ხაზარაძის ჩასვრილს წმენდდა, 2024 წლის ნოემბრის თვეში, დიღომში სააპელაციოსთან აქციაზე ჩემგან იცავდა იმედის და პოსტივის ჟურნალისტებს. დაიცვა შოვის ტრაგედიის კონტექსტში, რომ თითქოს სწორად აშუქებდნენ პროცესებს და შემდეგ როგორც კოლეგებს იცავდა. მასთან ერთად იყო კიდევ ფორმულას ჟურნალისტი ბიჭი, რომელიც მამალი ნანუკა ქაჯაიაა. უამრავი ჟურნალისტის პატივისცემა მაქვს, მაგრამ ესენი ჟურნალისტები არ არიან. არ გაგიკვირდეთ, თუკი ხვალ-ზეგ ნანუკა ქაჯაია იმედში აღმოჩნდება.” – წერს მილაძე Facebook-ზე.

Back to top button