
„რადგან ნაცები ცდილობენ კითხვის ნიშნები გააჩინონ გოგობერიშვილის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით – ხომ არ იყო ეს მკვლელობა, მათი მორიგი სიბინძურის მხილებისთვის გადავწყვიტე დავწერო ის, რაც უკვე მთელმა ქალაქმა გაიგო“, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე გლდანის ციხის ყოფილი უფროსის, დავით გოგობერიშვილის სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტს.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ამ ყველაფრის ფონზე, წარმოიდგინეთ, რამხელა სიბინძურეზე მიდიან ზოგიერთები, როგორ იყენებენ და უხარიათ ადამიანური ტრაგედია, რაც ნაცების მხრიდან არც პირველია და არც უკანასკნელი.
„რადგან ნაცები ცდილობენ კითხვის ნიშნები გააჩინონ გოგობერიშვილის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით – ხომ არ იყო ეს მკვლელობა, მათი მორიგი სიბინძურის მხილებისთვის გადავწყვიტე დავწერო ის, რაც უკვე მთელმა ქალაქმა გაიგო: 1. აწ გარდაცვლილს ძალიან დადებითად და პროფესიონალ კადრად ახასიათებენ. 2. ავტოფარეხი, სადაც მან თავი მოიკლა, ჩაკეტილი იყო შიგნიდან მისივე გასაღებით, რაც მკვლელობის ვერსიას 100%-თ გამორიცხავს. როგორც ჩანს ამ ქმედებით მან თავად არ დატოვა სივრცე სპეკულაციისათვის, იცოდა რა რისი მკადრებლები იყვნენ ტრაგედიაზე დაგეშილი ადამიანები. 3. რაც მთავარია, სამწუხარო რეალობაა ის, რომ მისთვის ეს სუიციდის მესამე თუ მეოთხე მცდელობა იყო. ერთ-ერთი მცდელობის დროს, როდესაც ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, მას დარჩა „შრამები“ სახის ორივე მხარეს, რაც იცოდა მისმა ყველა მეგობარმა თუ ნაცნობმა. ამ ყველაფრის ფონზე, წარმოიდგინეთ, რამხელა სიბინძურეზე მიდიან ზოგიერთები, როგორ იყენებენ და უხარიათ ადამიანური ტრაგედია, რაც ნაცების მხრიდან არც პირველია და არც უკანასკნელი“, – წერს ჩიხელიძე.