კასპში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

ქალაქ კასპის #1 საჯარო სკოლაში, მუნიციპალიტეტის იმ ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, რომელთაც 55 წლის უწყვეტი პედაგოგიური და სკოლის მართვის გამოცდილება აქვთ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა, შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ კასპის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგები: დარეჯან ჯანგავაძე (კასპის #2), მავრა მაზმიშვილი (სოფელი სასირეთი), ნათელა გორგაძე (სოფელი ზემო ხანდაკი), ნაილი აზარაშვილი (სოფელი ახალქალაქი, თამარ პატარქალაშვილი (სოფელი მეტეხისს #1) დააჯილდოვეს და მადლობა გადაუხადეს წლების განმავლობაში გაწეული ღვაწლისთვის.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ თითოეულ პედაგოგს ფულადი ჯილდო გადასცა.

პედაგოგებთან ერთად ასევე დაჯილდოვდნენ 2023-2024 სასწავლო წლის 41 წარჩინებული კურსდამთავრებულიც – გადაეცათ ოქროს და ვერცხლის მედლები.

ღონისძიება კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის (ნათია ილურიძე) ორგანიზებითა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

Back to top button