ბაჩო ახალაია: მგონია, რომ 4 ოქტომბერი არის ზუსტად იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი

„ცოტა საღი აზრის ფარგლებშიც, თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, რისი ორგანიზება არის. ბატონი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას ვინმეს ორგანიზება სჭირდებოდა?“, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შესვლამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბრის აქცია ზუსტად იმ რანგის სამოქალაქო აჯანყების დღე იყო, როგორც 9 აპრილი.

„მე, როგორც ადამიანს, როგორც ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანს, პატრიოტს ამ ქვეყნისას, ძალიან მრცხვენია, რომ იქ არ ვიყავი და აქ ვდგავარ ახლა. მე მგონია, რომ 4 ოქტომბერი არის ზუსტად იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი. კიდევ უფრო ქაქუცას დროინდელი – ეს იყო მართლა საოცრება, პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებმა გაბედეს, გააკეთეს, მაგრამ დამარცხდნენ იმ ბრძოლაში“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

Back to top button