
მოზარდები ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს აწყდებიან. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ ადრეულ ასაკში ჰქონდეთ საჭირო საბაზისო ცოდნა, რადგან ფინანსური განათლება მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საჭირო უნარია.
sCoolApp, რომელსაც უკვე 150 000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს ამ პროცესს უფრო მეტად საინტერესოს და მარტივს ხდის. აპლიკაცია მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებლად განახორციელონ ფინანსური ოპერაციები, ხოლო მშობლებს კი – დისტანციურად აკონტროლონ მათი აქტივობები.
sCoolApp მოსწავლეებს არაერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას სთავაზობს:
ფინანსური ოპერაციები
თანხის გადარიცხვა, მობილურის შევსება, ხარჯების გაყოფა მეგობრებთან და მშობლებთან – ამ ყველაფრის გაკეთება ბავშვს სრულიად დამოუკიდებლად შეუძლია.
ყულაბა
მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი მიზნებისთვის sCoolApp-ში ყულაბა გახსნან. დაგროვების ეს მეთოდი ბავშვებისთვის მოტივაციაა, რომელიც, ამავდროულად, მიზნისკენ სვლასაც ასწავლის.
მეგობრის მოწვევა
აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ მოსწავლე მარტივად იპოვის მოწვევის კოდს, რომლის გაზიარება მეგობრებთან შეუძლია. მოსწავლემ sCoolApp-ში მოცემული ინდივიდუალური კოდი მეგობარს უნდა გაუზიაროს, რომელსაც ის რეგისტრაციისას მიუთითებს. მას შემდეგ, რაც კოდით მეგობარი დარეგისტრირდება ორივე 5-5 ლარს მიიღებს. (კვირაში მაქსიმუმ 10 მოწვევა).
შეთავაზებების სივრცე
სასიამოვნო და მხიარული დროის გატარება სკოლის მერე ყველას სურს, საჭიროა მხოლოდ sCoolApp-ში შესვლა, სადაც დახვდებათ სპეციალურად მათზე მორგებული აქციების სივრცე. მოსწავლეებს შეთავაზებების გააქტიურება აპლიკაციაშივე შეუძლიათ. ამის შემდეგ კი კვების ობიექტზე ბარათის პოსტერმინალზე გატარებაღა რჩება.
და ბოლოს, არ გამორჩეთ sCoolApp-ის საჩუქრების კამპანია
გარდა აპლიკაციის ყოველდღიური შესაძლებლობებისა, არ დაგავიწყდეთ, რომ sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია გრძელდება. კამპანიაში მონაწილეობისთვის მოსწავლემ თავისი კოდით sCoolApp-ში 3 მეგობარი უნდა მოიწვიოს. მეგობრების რეგისტრაციის შემდეგ, ის 1500-მდე საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს, მათ შორის: PlayStation, პლანშეტი, LEGO, ველოსიპედი და სხვა. (საჩუქარს VELI.store-ის ვაუჩერის სახით მიიღებს.)
კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს sCool Card-ი, მას ძალიან მარტივად შეუკვეთავთ. ამისთვის, BOG App-ში მარტივი პროცესის გავლაა საჭირო, რის შემდეგაც ჯადოსნური თავგადასავლები ყოველდღიურ სახეს მიიღებს.