გახდი “საქართველოს ბანკის” სტიპენდიატი ჰედვაის აკადემიაში – დაეუფლე ახალ პროფესიას სრული დაფინანსებით

“საქართველოს ბანკი”, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ახალ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის 100%-იანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

პარტნიორ აკადემიებს შორის არის Headvice-ი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ მათთვის სასურველი პროფესიული კურსები საქართველოს ბანკის სტიპენდიით. კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

“საქართველოს ბანკის” სტიპენდიის მიღების მსურველებმა 15 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე: stipendia.bog.ge გამარჯვებულების შერჩევა სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების მიხედვით მოხდება.

ინფორმაციისთვისჰედვაისი პიროვნების შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისკენ ორიენტირებული ბრენდიარომლის უკლებლივ ყველა ქმედება ადამიანის და სამყაროში მისი ადგილისბიზნეს პროცესებში მისი ფუნქციის მაქსიმალურად ეფექტურად განსაზღვრისკენ არის მიმართულიერთი მხრივჰედვაისი ხელს უწყობს ორგანიზაციებს და ბიზნესებს პროფესიონალი კადრების მოძიებასა თუ გადამზადებაშიპარალელურად კიცალკეულ ადამიანებს ეხმარება კარიერულ წინსვლასა და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნის პროცესშიამასთან, „ჰედვაის აკადემია“ ტრენინგების მრავალფეროვან არჩევანს და ყველა იმ კომპეტენციის შეძენასა თუ განვითარებას უზრუნველყოფსრაც ადამიანს საქმეში წარმატების მისაღწევად სჭირდება.

ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნითსაქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტიასწორედ ამიტომბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარსრითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვისსტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობასბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებსროგორებიც არისსაქართველოს ბანკის სტიპენდიებიგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიადიდ ბრიტანეთშიაშშსა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსებაიდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტისაქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლასაქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადაეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ი ფინანსური განათლების ოლიმპიადაევერესტიამასთანსაჯარო მეტყველების კონკურსიდა სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

Back to top button