
რადიკალებმა გადაწყვიტეს, რომ ქვეყანა ისევ ამყოფონ დაძაბულობის და რყევის რეჟიმში. გრძნობენ რა მხარდაჭერის ვარდნას, ცდილობენ მარშებით და პერფორმანსებით შეახსენონ თავი. 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების ერთი წლისთავზე მორიგი აქცია-მარში დაგეგმეს პარლამენტთან და ცუდი ექსცესები, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპონენტებს მოუგო სწორედ თმენით და დროით, რადგანაც დრო ყოველთვის მუშაობს მათზე ვის მხარესაც არის სიმართლე.
მისივე თქმით, ბოლო 12 წლის მანძილზე სიმართლე არასოდეს ყოფილა ოპოზიციის მხარეს!
„4 ოქტომბრის ფიასკოს შემდეგ რადიკალებმა გადაწყვიტეს, ან შესაძლოა, გარედან ინსტრუქცია მიიღეს, რომ ქვეყანა ისევ ამყოფონ დაძაბულობის და რყევის რეჟიმში. გრძნობენ რა მხარდაჭერის ვარდნას, ცდილობენ მარშებით და პერფორმანსებით შეახსენონ თავი. 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების ერთი წლისთავზე მორიგი აქცია-მარში დაგეგმეს პარლამენტთან და ცუდი ექსცესები, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია. ჩვენი მოქალაქეების ნაწილი, ზოგჯერ მეც, უკმაყოფილო იყო ხელისუფლების მხრიდან რადიკალებისადმი თმენის გამოვლინებით მანამდე, ვიდრე „წითელ ხაზებს“ არ გადაკვეთდნენ. თუმცა ერთწლიანი გადმოსახედიდან კარგად ჩანს, რომ „ქ/ოცნებამ“ ოპონენტებს მოუგო სწორედ თმენით და დროით, რადგანაც დრო ყოველთვის მუშაობს მათზე, ვის მხარესაც არის სიმართლე.
ბოლო 12 წლის მანძილზე სიმართლე არასოდეს ყოფილა ოპოზიციის მხარეს!“, – წერს ანჯაფარიძე.