უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ტიმოფეი მილოვანოვი: მოემზადეთ ახალი უკრაინისთვის, ქვეყანას 10 მილიონი მიგრანტი სჭირდება

„ომის დასრულების შემდეგ, უკრაინაში დაახლოებით 10 მილიონი შრომითი მიგრანტი უნდა შემოვიყვანოთ“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის მრჩეველი ტიმოფეი მილოვანოვი.

მისივე თქმით, ეს საჭიროა, რადგან ქვეყნის ეკონომიკაში დადებითი ცვლილებები განხორციელდეს.

მილოვანოვის განცხადებით, მიგრანტები, პირველ რიგში, სამუშაო პროფესიებით უნდა მიიზიდონ.

„შეხედეთ, რამდენი პენსიონერი გვყავს, დაითვალეთ თანაფარდობა მომუშავეებსა და პენსიაზე გასულებს შორის. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა მილოვანოვმა.

Back to top button