
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან ვიზიტს ეხმიანება და რადიკალიზმის წახალისებად აფასებს.
ჩაკვეტაძის განცხადებით, მიუკერძოებლობის შემთხვევაში, ვალტონენი დაშავებულ პოლიციელებს მოინახულებდა და ძალადობრივ აქციებს დაგმობდა.
„თუ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი მიუკერძოებელი იქნებოდა, ის რევანშისტების მიერ დაშავებულ პოლიციელებს მოინახულებდა და ძალადობრივ საპროტესტო აქციებს დაგმობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გამოჩენა თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეიძლება რადიკალიზმის წახალისებად იქნეს აღქმული“, – წერს ჩაკვეტაძე X-ზე.