
„მას შემდეგ, რაც ეს პატივცემული გვამი საქართველოში იმყოფებოდა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები დაგვიწუნა, რადიკალების აქციაზეც მივიდა და ხელისუფლების დამხობა წაახალისა, ბაქოში ჩაბრძანდა და ფოტოც გამოჭიმა“, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ბაქოში.
ჩიხელიძის თქმით, ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებთან არავის არანაირი პრობლემა არ აქვს, მაგრამ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რა სტანდარტებით მოქმედებს, მხოლოდ ამ ფოტოთიც შეგვიძლია მსჯელობა.
„მას შემდეგ, რაც ეს პატივცემული გვამი საქართველოში იმყოფებოდა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები დაგვიწუნა, რადიკალების აქციაზეც მივიდა და ხელისუფლების დამხობა წაახალისა, ბაქოში ჩაბრძანდა და ფოტოც გამოჭიმა. ცხადია, ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებთან არავის არანაირი პრობლემა არ აქვს, მაგრამ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რა სტანდარტებით მოქმედებს, მხოლოდ ამ ფოტოთიც შეგვიძლია მსჯელობა“, – წერს ჩიხელიძე.