
2010 წლიდან მოყოლებული PSP დაზღვევამ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე საიმედო, სტაბილური და თანამედროვე სადაზღვევო პარტნიორის რეპუტაცია დაიმკვიდრა. 130,000-ზე მეტი დაზღვეულის ნდობა და ასეულობით ორგანიზაციის მხარდაჭერა PSP დაზღვევის გუნდის შრომის, პროფესიონალიზმისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის შედეგია.
წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ, კომპანიას მისცა ახალი განვითარების შესაძლებლობები და გააჩინა ახალი ხედვა, ახალი სახელი და ახალი ენერგია „ვაიზერი“. ბრენდი ასახავს სიბრძნეს, გამბედაობას და გადაწყვეტილებების თავისუფლებას სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებზეც კომპანია აშენებს მომავალს.
15 ოქტომბერს „ასკანელში“ გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ პარტნიორი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და სადაზღვევო ასოციაციის წევრები, სფეროს ექსპერტები და ბიზნესის ლიდერები.
ღონისძიების პრეს-ბანერი ცნობილმა ქართველმა მხატვარმა ნიკო ცეცხლაძემ შექმნა. რებრენდინგის იდეა მხატვრულად „მოძრაობის თეატრის“ მსახიობების პერფორმანსმა გააცოცხლა.
PSP დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, სოფიო ლებანიძემ, ხაზი გაუსვა კომპანიის წვლილს ქართული სადაზღვევო სექტორის განვითარებაში და მადლობა გადაუხადა სტუმრებს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის.
„PSP დაზღვევის 15-წლიანი გამოცდილება გვაძლევს ძალას, რომ მომავალს ახალი ხედვით შევხედოთ. ჩვენი ახალი ბრენდი „ვაიზერი“ არის სიმბოლო ამ ხედვისა, რომელიც აერთიანებს ცოდნას, გამბედაობას და თავისუფლებას“.
„ვაიზერი“ არის ბრძენი თანამგზავრი ყველასთვის, ვინც არ უშინდება ცვლილებებს, ეძებს სიმართლეს და თამამად იღებს გადაწყვეტილებებს.
„ჩვენ ვაზღვევთ ყველაფერს, მაგრამ შენ ყველაფერს ნუ დააზღვევ“, ამ სლოგანით სადაზღვევო კომპანია ვაიზერმა დღეიდან ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო, რითაც დაზღვეულებს მეტი გამბედაობისკენ მოუწოდებს.
უახლოეს მომავალში „ვაიზერი“ საზოგადოებას ბევრ ორიგინალურ და თანამედროვე სადაზღვევო პროდუქტს შესთავაზებს, რომლებიც ახალ სტანდარტებს დაამკვიდრებს ბაზარზე.
ბრენდის მთავარი ამბიციაა, შეცვალოს სადაზღვევო ბაზრის წესები, შექმნას პროდუქტები, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას რეალურად ამარტივებს და მათ გადაწყვეტილებებს უფრო თავისუფალს ხდის.