
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ) FARA აშშ-ში 1938 წლიდან შესულია ძალაში და დღემდე არავის დაუსვამს კითხვა და გასჩენია ეჭვი მის კანონიერებაში. რა ხდება ჩვენთან, მაშინ, როცა ჩვენმა ხელისუფლებამ ზუსტად FARA-ს ანალოგი კანონი მიიღო, დაირაზმა თუ კი რამე ორგანიზაცია არსებობს და ევროპარლამენტის ბიუროკრატია დღე არ გავა, რომ არ მოგვთხოვოს მისი გაუქმება, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, 30 წელია, საქართველოში სხვადასხვა „კეთილშობილური“ მიზნისთვის ჩარიცხული მილიონები ქვეყნის წინააღმდეგ მიემართებოდა და დონორების ინტერესებშია, რომ ეს არ გასაჯაროვდეს.
„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ) FARA აშშ-ში 1938 წლიდან შესულია ძალაში და დღემდე არავის დაუსვამს კითხვა და გასჩენია ეჭვი მის კანონიერებაში. რა ხდება ჩვენთან, მაშინ, როცა ჩვენმა ხელისუფლებამ ზუსტად FARA-ს ანალოგი კანონი მიიღო, დაირაზმა თუ კი რამე ორგანიზაცია არსებობს და ევროპარლამენტის ბიუროკრატია დღე არ გავა, რომ არ მოგვთხოვოს მისი გაუქმება. ამერიკაში თუა შესაძლებელი ამ კანონის არსებობა, საქართველოში ზუსტად მისი ანალოგის რატომ არა? პასუხი მარტივია, 30 წელია, ქვეყანაში სხვადასხვა „კეთილშობილური“ მიზნისთვის ჩარიცხული მილიონები ქვეყნის წინააღმდეგ მიემართებოდა და დონორების ინტერესებშია, რომ ეს არ გასაჯაროვდეს. ნუ იდარდებს ამჯერად ვენეციის კომისია, ჩვენი ქვეყნის კანონის უზენაესობას ჩვენი პროფესიონალი კანონმდებლები მიხედავენ“, – წერს ნინო ფოჩხუა.