
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) D ბლოკთან პარტნიორობით, შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო. რეგულარული შეკრებების მიზანი, ცოდნის გაზიარება, ნეთვორქის გაძლიერება და აქტუალურ თემებზე საუბარია. GAIA-ს ყოველთვიურ შეხვედრებზე ტექპროფესიონალები შეიკრიბებიან და საინტერესო ტექნოლოგიურ თემებზე იმსჯელებენ, ინდუსტრიაში არსებულ და მიმდინარე სიახლეებს განიხილავენ და ერთმანეთს თავიანთ პროექტებს გაუზიარებენ.
„GAIA-ს მიზანი საქართველოში AI-ის და მონაცემთა მეცნიერების პროფესიული საზოგადოების გაძლიერებაა. ამის მიღწევის საუკეთესო გზა კი ცოდნისა და გამოცდილების მუდმივი გაზიარებაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება GAIA-ს Meetup-ები, რომლებიც ყოველთვიურად ჩატარდება”, – გიგი გიორგაძე, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი.
Meetup შეხვედრების მთავარი მხარდამჭერია თიბისი.
„GAIA-სთან თანამშრომლობით, ვაგრძელებთ იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს AI-სა და მონაცემთა მეცნიერების სფეროში განათლების ხელმისაწვდომობას, ცოდნის გაზიარებასა და პროფესიული ეკოსისტემის გაძლიერებას. ხელოვნური ინტელექტის სფეროში მთავარია გჯეროდეს, იკვლიო, ისწავლო და შექმნა ახალი. გვჯერა, რომ Meetup-ების შეხვედრების სერია ხელს შეუწყობს ახალი თაობის განათლებას და საქართველოში ტექეკოსისტემის განვითარებას“, – მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.
პირველი შეხვედრა 16 ოქტომბერს ჩატარდა. თიბისის გუნდის პროფესიონალმა სპიკერებმა, თეა ყიფშიძემ და არჩილ ქსოვრელმა აუდიტორიას AutoML-ის განვითარებისა და დანერგვის გამოცდილება და პრაქტიკები გაუზიარეს.
შეხვედრები თვეში ერთხელ, ფიზიკურად ჩატარდება, გაეცანით Meetup-ების კალენდარს, დარეგისტრირდით და დაესწარით თქვენთვის საინტერესო თემის განხილვას.