ქსავიე ბატელი: არჩევნები კარგად თუ ჩატარდა, შედეგებს პატივი უნდა ვცეთ – ახლა მე არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქსავიე ბატელიმ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ არჩევნები კარგად ჩატარდა, შედეგებს პატივი უნდა ვცეთ.

მისი თქმით, ახლა არ აქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა.

„ისიც კი მოვისმინე, რომ არჩევნები იყო რთული. მე არ ვარ რომელიმე მაკონტროლებელი საბჭოს ან ორგანოს წევრი, თუმცა მოვისმინე, რომ ხალხი ახლა ძალიან უკმაყოფილოა. არჩევნები კარგად თუ ჩატარდა, შედეგებს პატივი უნდა ვცეთ. თუ არა, მაშინ უნდა ვნახოთ, რისი გაკეთება შეიძლება. საქართველოს არჩეული აქვს ევროპული მომავალი, ახლა მე არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა. თუ ეს ასე არ არის, ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს. და კიდევ, სამწუხაროა, თუ ისინი დაშორდებიან ევროპას, ისინი ახლოს იყვნენ ევროპასთან“, – განაცხადა ქსავიე ბატელიმ.

 

Back to top button