ზურაბ ქადაგიძე: ყველა ბინძური მეთოდი და პროვოკაცია სცადეს ევრობიუროკრატებმა, რომ რამენაირად გაეტეხათ საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება, ქართველი ხალხის ნება და შედეგზე ვერ გავიდნენ, შესაბამისად, სხვა გზაც აღარ დარჩათ – ან შეცვლიან „პლასტინკას“ ან არა და, საკუთარი თავის დაზიანებას, შეუქცევად პროცესად აქცევენ

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს არჩეული აქვს ევროპული მომავალი, ახლა არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა, თუ ეს ასე არ არის, ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ“.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ასეთი შედეგი აქვს ხისტ, უკომპრომისო და პრინციპულ პოზიციას, ნაბიჯ-ნაბიჯ მოუწევთ აღიარება და ასე ეტაპ-ეტაპ გამოლაგდება ყველა.

„გონს მოდიან? არა, საქართველოს პრინციპულმა პოზიციამ და სუვერენიტეტისათვის უკომპრომისო ბრძოლამ გაუნათა თვალსაწიერი. ყველა ბინძური მეთოდი და პროვოკაცია სცადეს ევრობიუროკრატებმა, რომ რამენაირად გაეტეხათ საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება, ქართველი ხალხის ნება და შედეგზე ვერ გავიდნენ. შესაბამისად, სხვა გზაც აღარ დარჩათ – ან შეცვლიან „პლასტინკას“ ან არა და, საკუთარი თავის დაზიანებას, შეუქცევად პროცესად აქცევენ. ახლა ხვდებით, რა შედეგი აქვს ხისტ, უკომპრომისო და პრინციპულ პოზიციას? ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოუწევთ აღიარება და ასე ეტაპ-ეტაპ გამოლაგდება ყველა!“, – წერს ქადაგიძე.

Back to top button