თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის”ქარხანა გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, კომპანია “ასკანელმა” გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში, საბრენდე ღვინის საწარმო გახსნა. ქარხანა22ათას ტონა ყურძენსგადაამუშავებს და 6 მილიონ ბოთლ ბრენდს აწარმოებს.

20-მილიონი ევროს ღირებულების პროექტის მთავარი პარტნიორი თიბისი იყო, ბანკმა ქარხანა 14 მილიონი ლარით დააფინანსა.

საწარმოში100-მდე ადამიანი დასაქმდება, პროდუქცია კი როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, 10-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდება.

თიბისისა და კომპანია “ასკანელს” პარტნიორობის 22-წლიანიისტორია აქვთ. ბოლო 3 წლის განმავლობაში ერთობლივად 70 მილიონი ლარის პროექტებიგანხორციელდა: თანამშრომლობა მოიცავს: რთველისა და ვენახების დაფინანსებას, ღვინის წარმოებისთვის საჭირო ცისტერნებისა და დანადგარების შეძენას, სასტუმროს მშენებლობას.

“თიბისისა და „ასკანელის“თანამშრომლობა კიდევ ერთი წარმატებული პროექტით გრძელდება. ბაკურციხეში ახალი საწარმოს გახსნით, ერთი მხრივ, ხელს ვუწყობთ რეგიონების განვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქართული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებას.ღვინო და სპირტიანი სასმელებიმნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტებია,ამიტომ ბანკისთვისპრიორიტეტულ სექტორებად რჩება. წელს თიბისის კორპორატიულმა მიმართულებამ რთველი 60 მილიონი ლარით დააფინანსა.ბოლო სამ წელიწადში კი ღვინის სექტორში ჩვენი პორტფელი 40%-ით გავზარდეთ – დაფინანსებამ 285 მლნ ლარს გადააჭარბა”,-გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

„ეს არ არის მხოლოდქარხნის გახსნა, ამ პროექტით ჩვენ ვდებთ ფუნდამენტს ქართული ბრენდისა და ღვინის მომავალში. უპირველესად, ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა ჩვენი გლეხებისთვის. ბაკურციხეში გახსნილი ახალი კომპლექსი, თავისი 22,000 ტონა სიმძლავრით, ნიშნავს, რომ ჩვენ ვქმნით სტაბილურ აგრო-ეკონომიკურ ჰაბს, რომელიც რეგიონის განვითარებას ემსახურება. მეორე, ეს არის ხარისხისა და ინოვაციის ახალი სტანდარტი – ჩვენი მიზანია, ქართული საბრენდე ღვინომასალის ხარისხი უმაღლეს დონეზე ავიყვანოთ. და მესამე, ჩვენ ვქმნით ეროვნულ ღირსშესანიშნაობას, როცა ბორდოს ღვინის ქალაქის ავტორი, ანუკ ლეჟანდრი, გვიპროექტებს კომპლექსს.შემდეგ ეტაპზე აქ მუზეუმიც აშენდება, რომელიც ქართული ღვინის8000-წლოვანისტორიას თანამედროვე, ინტერაქტიული 3D სივრცეებით გააცოცხლებს”, – გოჩა ჩხაიძე, კომპანია „ასკანელის“ დამფუძნებელი.

Back to top button