
კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება ბავშვთა გასართობი სივრცის პროექტების განხორციელება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა ამჟამად 6 სოფელში: სამთავისში, ბოჟამში, ნიგოზაში, ხვითში, მიქელწყაროსა და ხიდისყურში დასრულების პროცესშია.
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილიპროექტის მიმდინარეობას სოფელ სამთავისში გაეცნენ.
თანაბარი ხელმისაწვდომობის მიზნით, ბავშვთა გასართობი სივრცეების ფუნქციონირება ყველა სოფელში აუცილებელი და მნიშვნელოვანია. განხორციელებული პროექტი, ექვსივე სოფელში ბავშვების სხვადასხვა გასართობი ატრაქციონებით მომსახურებას უზრუნველყოფს – აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომელსაც შპს „სერვისი 2015“ ახორციელებს.