ხობში 7 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში,  ხობის მუნიციპალიტეტში გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.

სოფლებში – პატარა ფოთსა და ჭალადიდში,  ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან  ჭალადიდის დამშრობი მასივის 7 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას  გაზრდის. შედეგად,  უხვი ნალექის დროს,730 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო  მიწის ფართობი და მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ნაკვეთები დატბორვისგან  იქნება დაცული.

საქართველოს მელიორაცია  სამუშაოებს ნოემბერში დაასრულებს.

აღსანიშნავია, რომ, 2012-2024 წლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია    12,395 ჰექტარი მიწის ფართობი.

Back to top button