
მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით და 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზრებზე წვდომით, საქართველო ინვესტორებს სტაბილურ და რეფორმებზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, კომპანია Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი ინვესტიცია ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მზარდი მიმზიდველობა გააჩნია ინოვაციებისა და შესაძლებლობების რეგიონულ ჰაბად წარმოჩინების პირობებში.
„დღეს მქონდა პატივი თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეხუთე ფორუმის პანელური დისკუსია გამეხსნა, რომელიც საქართველოს მზარდ როლს ეთმობა რეგიონული ინვესტიციებისა და დაკავშირებადობის კონტექსტში. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით და 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზრებზე წვდომობით, საქართველო ინვესტორებს სტაბილურ და რეფორმებზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობს. კომპანია Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი ინვესტიცია ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მზარდი მიმზიდველობა გააჩნია ინოვაციებისა და შესაძლებლობების რეგიონულ ჰაბად წარმოჩინების პირობებში”, – აღნიშნავს პრემიერი.