
„ზუსტად ვიცით, რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში, მინისტრთა კაბინეტში განაწილებული გვაქვს ფუნქციები. ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ საქართველოს ექნება სტაბილური, მდგრადი, მრავალფეროვანი ეკონომიკა. გარანტიას ვიძლევით სამართლიანობაზე – ყველას, ვინც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში, ვინც ინვესტიციებს დებს ჩვენს ქვეყანაში, არ გავუცრუებთ იმედებს” – ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელურ სესიაზე „საქართველო – ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობას აქვს ძალიან მკაფიო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მისივე განცხადებით, პოზიციონირება მოხდება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებით, რომ ქვეყანა ნამდვილ ჰაბად ჩამოყალიბდეს.