მედია: Volkswagen-ი ჩიპების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო 29 ოქტომბრიდან ვოლფსბურგის ქარხანაში Golf-ის მოდელის მანქანების წარმოებას შეაჩერებს

ჩინეთიდან კომპიუტერული ჩიპების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გერმანული ავტოგიგანტი Volkswagen-ი ქალაქ ვოლფსბურგში მდებარე თავის მთავარ ქარხანაში 29 ოქტომბრიდან წარმოების შეჩერებას გეგმავს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, წარმოების შეჩერება სხვა მოდელებთან ერთად Golf-ზეც იმოქმედებს. Golf-ის გარდა, სავარაუდოდ, სულ მცირე სამი სხვა მოდელის, მათ შორის Tiguan-ის, Touran-ის და Tayron-ის წარმოებაც შეჩერდება.

გარდა იმისა, რომ VW-ი მშობლიურ ქარხანაში წარმოების შეჩერებას გეგმავს, ის აგრეთვე აპირებს, მოკლევადიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლას. ახალი წესები ჯერ რამდენიმე ათას თანამშრომელს შეეხება, ხოლო მოგვიანებით კი, შესაძლოა, ათიათასობით თანამშრომელი მოკლევადიან სამუშაოზე გადაიყვანონ.

Volkswagen-მა ოთხშაბათს თანამშრომლები და საზოგადოება გააფრთხილა, რომ ნახევარგამტარების მწარმოებელ ჩინურსა და ნიდერლანდურ კომპანია Nexperia-ს გარშემო არსებულმა დავამ, შესაძლოა, წარმოების დროებითი შეფერხება გამოიწვიოს. სწორედ, Nexperia აწვდის Volkswagen-ს კომპიუტერულ ჩიპებს.

თუმცა, როგორც Volkswagen-ში აცხადებენ, Golf-ისა და Tiguan- ის წარმოების შეჩერება ისედაც იყო დაგეგმილი და არ უკავშირდებოდა Nexperia-ს საქმეს. ამავე დროს კომპანიის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ დასაქმების სააგენტოს, რათა დასაქმებულთა ნაწილისთვის მოკლევადიანი სამუშაო გრაფიკი მოეთხოვათ. სტატიაში აღნიშნულია, რომ წარმოებისთვის საჭირო მასალა შესაძლოა მომავალ კვირაში ამოიწუროს.

Back to top button