
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უმაღლესი თანამდებობის პირები ხშირად სთხოვენ ხოლმე ევროკავშირის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიცია გამოხატონ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, აქაც კი ისინი ერიდებიან საკუთარი პოზიციის გამოხატვას, როცა საქმე ეხება რეალურად ქართველი ხალხის მხარდაჭერას.
„ამ დროს ისინი კონკრეტული კრიმინალის წერილს პასუხობენ, ეს არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.