ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე: დარჩათ ერთი შანტაჟის იარაღი და რა თქმა უნდა აამოქმედეს ახლა

„რაც შეეხება სცენარის გაგრძელებას, იმ ქმედებების გაგრძელებას, რასაც ვადევნებთ თვალს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ეს არახალია არც ჩვენთვის, არც ჩვენი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ, რადიკალების შეცვლილ გეგმასა და უცხოეთში გახშირებულ ვიზიტებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ჯერ კიდევ 2024 წელს წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ იყვნენ ჩართულები ის ევრობიუროკრატები, ვისთანაც ახლა რადიკალები სცენარის გასაგრძელებლად „დარბიან“.

„პირდაპირ მოწოდებები ჰქონდათ, რომ არ უნდა აერჩია საზოგადოებას „ქართული ოცნება“. ამაზე ძალიან მკაფიო პასუხი გასცა საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, რეზოლუციების და შანტაჟის ენით საუბრის შემდეგ, რადიკალებს და მათ პატრონებს დარჩენილი აქვთ ბოლო იარაღი, რაც ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება და ცდილობენ მის გამოყენებას.

„დარჩათ ერთი შანტაჟის იარაღი და რა თქმა უნდა აამოქმედეს ახლა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Back to top button