
„უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია კომენტარი და გავიმეორებ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს შეჩერდეს“, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, ოპოზიცია ქართველ ხალხს ამით ვერ დააშანტაჟებს.
„უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია კომენტარი და გავიმეორებ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს შეჩერდეს. არც პოლიტიკური საფუძველი არსებობს ამ ყველაფრის. სანამ ვიზალიბერალიზაციას მოიპოვებდა ჩვენი ქვეყანა, გვახსოვს მათი [ოპოზიციის] სირბილი დერეფან-დერეფან, რომ როგორმე ქვეყნისთვის ეს ყველაფერი არ მიენიჭებინათ. ახლა დარბიან, რომ ეს [უვიზო მიმოსვლა] გააუქმონ. დიდი შეურაცხყოფაა როდესაც „ნაცი“ ამბობს, რომ ჩვენ საზოგადოებაზე ვფიქრობთ, ხალხს არ უნდა შეუჩერდეს, მმართველ გუნდს უნდა შეუჩერდესო და ა.შ.
გვახსოვს, 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში როგორი რიტორიკა ჰქონდათ მათ და მათ პატრონებს, ადგილობრივი არჩევნების დროსაც გვახსოვს მათი რიტორიკა და როგორ აპელირებდნენ ამ [უვიზო მიმოსვლის] ბერკეტით სამწუხაროდ. საზოგადოებამ ამას მაინც გასცა ღირსეული პასუხი. მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ქართველ ხალხს ვერ დააშანტაჟებენ – გამორიცხულია“, – აღნიშნა კირცხალიამ.