ირაკლი კირცხალია: როდესაც ოპონენტები ვერ შემოდიან ჯანსაღ პოლემიკაში, იპოვეს გამოსავლად სიტყვა „რუსული“

„როდესაც ოპონენტები ვერ შემოდიან ჯანსაღ პოლემიკაში, იპოვეს გამოსავლად სიტყვა „რუსული““, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, თითოეული ასეთი სიტყვა, ყალბი გმირებისა და ამოგლეჯილი სურათის შექმნა გაწერილია იმ რევოლუციურ სახელმძღვანელოში, რომელიც უკვე გაშიფრულია.

„როდესაც რუსეთზეა საუბარი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომელმაც ყველაფერი ანტისახელმწიფოებრივი და თუნდაც რუსული აკეთა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც ვერ შედიან ჯანსაღ პოლემიკაში, იპოვეს გამოსავალი, სიტყვა „რუსული“. არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩვენი ხელისუფლების ხედვით, ამ ყველაფერს დაასრულებს, ის, როდესაც დასრულდება ამერიკის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ბრძოლა”, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ევროპის ქვეყნების მოსახლეობაც კარგად აღიქვამს რა ვითარებაა დღეს ევროკავშირში.

„ყველაზე მთავარი ინდიკატორი ხშირად მოგვყავს მაგალითად, როცა ევროპა მსოფლიო ეკონომიკაში 30%-იან წილს იკავებდა, დღეს არის 17%-იანი წილით. დამერწმუნეთ, ჩვენზე მეტი კითხვა უჩნდება გერმანიის, საფრანგეთის მოსახლეობას. ეს პოლიტიკა არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, კარგად ვხედავთ მათ ბინძურ პოლიტიკას სხვა ქვეყნების მიმართაც”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

Back to top button