ირაკლი კირცხალია ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე: არავისთვის არის სასიამოვნო და მარტივი, განსაკუთრებით ჩვენი გუნდის წევრებისთვის იმ ყველაფრის ყურება, რასაც ვხედავთ, მეტიც, სამწუხაროა ძალიან

„ბევრს ამ თემაზე არ ვისაუბრებ, არავისთვის არის სასიამოვნო და არავისთვის არის მარტივი, განსაკუთრებით ჩვენი გუნდის წევრებისთვის იმ ყველაფრის ყურება, რასაც ვხედავთ, მეტიც, სამწუხაროა ძალიან“, – განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სამართლებრივ დეტალებში არ შედის და გამოძიების დასრულებას ელოდება.

„სამართლებრივ დეტალებში არ შევალ, არც მაქვს ბევრი ინფორმაცია, როგორც თქვენ ელოდებით, ისე ველოდები მეც. არის შესაბამისი უწყებები, ხედავთ როგორი მოწოდების სიმაღლეზეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვხედავთ, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალეა პროცესი, უწყებები მაქსიმალურად ოპერატიულად აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას თითოეულ საქმესთან და პერსონასთან დაკავშირებით, ასე რომ დაველოდოთ. კანონი არის კანონი და უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ ინდულგენცია ვერ იქნება ვერაფერი, ვერც პროფესია, ვერც თანამდებობა, ეს უნდა იცოდეს ყველამ. ყველას კარგად გვახსოვს ის განცხადება, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, როდესაც შემობრუნდა პოლიტიკაში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Back to top button