
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრა აშშ-ის სენატის სახელმწიფო უშიშროებისა და სამთავრობო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარესთან, რესპუბლიკელ სენატორ რენდ პოლთან, რომელიც ასევე სენატის საგარეო ურთიერთობათა, ჯანმრთელობის შრომისა და პენსიების, ასევე მცირე ბიზნესისა და წარმოების კომიტეტების წევრია. ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივებს. ასევე განხილული იქნა რეგიონში განვითარებული მოვლენები, სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობა და საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში არსებული აქტუალური საკითხები.