
აგროკონფერენციაზე, „AgriFutureGeorgia“, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობით საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის გაძლიერებას მიეძღვნა, აგროწარმოების ტენდენციებზე, მოცვის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო სერვისების გამოყენების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
„სოფლის განვითარების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობსაგროწარმოებაში ჩართულკერძო სექტორთან და დარგობრივ ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეეწყოს როგორც პირველად წარმოებას, ასევე შენახვა-გადამუშავების მიმართულებას, ბაზრების დივერსიფიცირებასა და ქართული პროდუქციის მიმართ ცნობადობის ზრდას.
მზარდია ლურჯი მოცვის წარმოების ტენდენცია, რაც სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღების წლიდან წლამდე მზარდი მოსავლიანობის შედეგია. მიღებული პროდუქცია უკვე რამდენიმე წელია გადის ექსპორტზე.“, – აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ავალიანმა აგროკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
აგროსაკონსულტაციო კომპანიის „ნიადაგი ჯგუფის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო სერვისის მიმწოდებლები, ადგილობრივი ფერმერები, ექსპორტიორები.