
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. “ბიზნეს 360˚“ პლატფორმის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 30 ოქტომბერს ლარისა პატარაიას ვორკშოპი — „როგორ უნდა მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს: კრიზისიდან სტრატეგიამდე“ გაიმართება.
ღონისძიება ბიზნესის წარმომადგენლების, კომპანიების დირექტორებისა და C-level მენეჯერებისთვისაა განკუთვნილი. ვორკშოპის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
- კრიზისის ნიშნების ამოცნობა;
- კრიზისის პრევენცია;
- კრიზისის დაძლევის მიდგომები;
- კრიზისის მართვის პროცესის სტრუქტურირება.
ღონისძიება ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი გამოცდილება მიმოიხილონ, ბიზნესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრონ და პირადი რეკომენდაციები ბიზნესის ტიპის, ზომისა და კრიზისის მასშტაბის გათვალისწინებითმიიღონ.
ლარისა პატარაია ორგანიზაციული განვითარების, ლიდერობისა და კრიზისების მართვის მიმართულებითმრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტია.
შეხვედრა საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, ალექსანდრე ყაზბეგის N15-ში, 30 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნესგანათლებისადა ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.