მაია ბითაძე: უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტი ემოციურად მძიმეა, ყოფილი პრემიერი რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს, წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა პროცესი გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად წარიმართოს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმეზე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაზე საუბარი ემოციურად მძიმეა, ყველა კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრემიერი გამოძიებასთან სრულად რომ თანამშრომლობს, წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა პროცესი სრულიად გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს.

„იმედია, გამოძიების მიმდინარეობის და სასამართლო პროცესების პარალელურად გვექნება საშუალება, დეტალები მოვისმინოთ. მოვისმინეთ, რომ ყოფილი პრემიერი გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს.

ფაქტი ძალიან მძიმეა, როგორც ემოციურად, ისე პოლიტიკურად. ის, რომ ის უკვე თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეიძლება ითქვას, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა სრულიად გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს მთელი პროცესი, რასაც ამ საქმესთან დაკავშირებით წარმართავენ ძალოვანი სტრუქტურები.

სამწუხაროდ, ასეთი რაღაცები ევროპაშიც ხდება. მთავარია, რეალურად დაიწყო მკვეთი ნაბიჯების გადადგმა ასეთი საკითხების მხილების მიმართულებით“, – აღნიშნა ბითაძემ.

Back to top button