
ნანუკა ჟორჟოლიანს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შესახებ იმ ჯგუფის ორგანიზატორი პასუხობს, ვინც ბავშვის სამკურნალოდ თანხა შეაგროვა. საუბარია, ჟორჟოლიანის მიერ ნახსენებ გურულ ბავშვზე, რომელსაც დახმარება სჭირდება.
ლუი ორაგველიძე, რომელიც ლანჩხუთის ჯგუფის ორგანიზატორია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ნინო წილოსანისთვის კონკრეტულად ამ ბავშვის დასახმარებლად თხოვნით არ მიუმართავთ და აქვე, განმარტა, რომ დეპუტატს მათთვის არა ერთი სიკეთე აქვს გაკეთებული.
ლუი ორაგველიძე პოსტშივე აღნიშნავს, რომ ნინო წილოსანმა პირადად მათ სამ საქველმოქმედო საღამოზე სოლიდური თანხა დარიცხა.
აღსანიშნავია, რომ ორაგველიძის პოსტს აზიარებს ვიდეოში ნახსენები ბავშვის მშობელიც.
ცნობისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კორუფციაზე საუბრისას ნინო წილოსანის გვარსაც ახსენებს და მიმართავს, რომ მანაც დადგას შოუ და გურული ბავშვი გადაარჩინოს. ასევე, მიმართავს დედებს, რომ მილიონერ ქოცებს მოსთხოვონ თავიანთი შვილების გადასარჩენი ფული.