ბაია პატარაია: კრეტინულ სიტუაციაში ვართ

აუცილებელი არაა ყველაფერი ვწეროთ ფეისბუქზე, ყველა აზრი, ყველა ემოცია და ა.შ. უფრო მეტიც, ძალიან რეკომენდებულია, რომ არ ვწეროთ ყველა ჩვენი აზრი თუ დამოკიდებულება! უდიდესი ნაწილი ჩვენი ემოციებისა უნდა შევინახოთ ჩვენთვის და შემოვინახოთ პირადი საუბრებისთვის ვიწრო წრეში, – წერს ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია, სოციალურ ქსელში.

პატარაიას განცხადებით, ამჟამად ისინი კრეტინულ სიტუაციაში არიან.

„აუცილებელი არაა ყველაფერი ვწეროთ ფეისბუქზე, ყველა აზრი, ყველა ემოცია და ა.შ. უფრო მეტიც, ძალიან რეკომენდებულია, რომ არ ვწეროთ ყველა ჩვენი აზრი თუ დამოკიდებულება!

უდიდესი ნაწილი ჩვენი ემოციებისა უნდა შევინახოთ ჩვენთვის და შემოვინახოთ პირადი საუბრებისთვის ვიწრო წრეში.

ფეისბუქი არის ძალიან საჯარო სივრცე! და აქ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც მოვიქცეოდით აეროპორტში ან კონფერენციაზე: ვწეროთ ის, რაც საჯარო განხილვას, ჯანსაღი საზოგადოების ფორმირებას და პროპაგანდასთან ბრძოლას სჭირდება.

წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად აღმოვჩნდებით ისეთ კრეტინულ სიტუაციაში, როგორშიც ახლა ვართ.

ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვებსაც, რომლებიც ინტერნეტს აღიქვამენ მეგობრულ, დაცულ სივრცედ და არა ქუჩად“,- წერს ბაია პატარაია.

Back to top button