
დღეს მართლა გულწრფელად გეკითხებით ოდნავ მაინც არ გერიდებათ მოქალაქეების, რომ შეცდომაში შეიყვანეთ და თვე-ნახევარი რომ აპროტესტებინეთ და აძახებინეთ რუსული კანონი? ამან ხომ ოჯახებშიც დაპირისპირება გამოიწვია? ამან სამეგობროებში დაპირისპირება გამოიწვია და რა აღმოჩნდა იმ კანონში რუსული? დეკლარაციის შევსება? – ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გახარიას პარტიის წევრებს განცხადების გაკეთებისას.
მაჭავარიანის თქმით, სწორედ გარე უფროსების დავალებით მოქმედებდა გახარიას პარტია „ნაცმოძრაობასთან“ და მდიდარ ენჯეოებთან ერთად, „გამჭვირვალობის კანონისთვის“ რუსული კანონის დარქმევის დროს.
„ჩვენ კარგად გვახსოვს რამხელა ისტერია იყო გამჭვირვალობის უმარტივეს 6-გვერდიან ქართულ კანონზე, რომელიც ითვალისწინებდა მხოლოდ ერთ რამეს, რომ ენჯეოორგანიზაციებს უნდა დაედეკლარირებინათ რა თანხა ჩაერიცხათ და სად გადარიცხეს და თქვენ ამ კამპანიაში, რასაც დაერქვა რუსული კანონი, აქტიური მონაწილეობა მიიღეთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, მდიდარ ენჯეოებთან ერთად, გარე უფროსების დავალებით, ვინაიდან თქვენ ერთი ვერტიკალით იმართებით.
დღეს მართლა გულწრფელად გეკითხებით ოდნავ მაინც არ გერიდებათ მოქალაქეების, რომ შეცდომაში შეიყვანეთ და თვე-ნახევარი რომ აპროტესტებინეთ და აძახებინეთ რუსული კანონი? ამან ხომ ოჯახებშიც დაპირისპირება გამოიწვია? ამან სამეგობროებში დაპირისპირება გამოიწვია და რა აღმოჩნდა იმ კანონში რუსული? დეკლარაციის შევსება? ხომ გადმოვიღეთ FARA სიტყვასიტყვით მაგაზე რას იტყვით, რატომ ვერაფერს ვერ ამბობთ? მაგაზე ბოდიში გაქვთ თქვენ საზოგადოებასთან მოსახდელი!“- აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.