
საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის გამოკლებული წევრის, დავით კოდუას ადგილმონაცვლედ, ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო.
დადგენილების პროექტს, რომელიც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წარადგინა, პარლამენტმა ერთხმად, 80 ხმით მხარი დაუჭირა.
დავით კოდუა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ზუგდიდის მერი გახდა, რის გამოც მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.