Newsmax: ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე ვაშინგტონში შეხვდება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 7 ნოემბერს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდება. ინფორმაციას Newsmax-ი ავრცელებს.

ორბანის ადმინისტრაციის უფროსის გერგელი გუიაშის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აპირებს განიხილოს აშშ-სა და რუსეთს შორის შეხვედრის მიღწევის გზები და უზრუნველყოს აშშ-ის ენერგეტიკული სანქციებისგან გათავისუფლება.

გუიაშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები დადებენ შეთანხმებებს ენერგეტიკის, თავდაცვის მრეწველობის, ეკონომიკისა და ფინანსების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

„ზოგიერთ მათგანზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია, ხოლო სხვა საკითხების განხილვები ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, – აღნიშნა მან. გუიაშის თქმით, ორბანმა და ტრამპმა შესაძლოა განიხილონ აშშ-რუსეთის შეხვედრის მოსამზადებელი გეგმა, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარების შუამავლობას ისახავს მიზნად.

Back to top button