ახალქალაქის სოფლებში სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, დილისკა-პტენა-ჩუნჩხას სარწყავი სისტემის სარემონტო ღონისძიებები დაიწყო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტუმბო-აგრეგატების რეაბილიტაციის  და 19.5 კილომეტრიანი  მილსადენის სარემონტო სამუშაოები.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება და, საერთო ჯამში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილი იქნება 1320 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.

მილსადენი მოემსახურება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 3 სოფელს _ დილისკას, პტენასა და ჩუნჩხას.

დილისკა-პტენა-ჩუნჩხას სარწყავი სისტემის სატუმბ სადგურზე ტუმბო-აგრეგატებისა და მილსადენის სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

Back to top button