აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი: ღმერთმა დალოცოს ჩინეთი და ამერიკა

„შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი კარგი”, – წერს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა.

მისი თქმით, შეხვედრა ჰქონდა ჩინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან ადმირალ დონგ ჯუნთან და აღნიშნა, რომ „მშვიდობა, სტაბილურობა და კარგი ურთიერთობები ჩვენი ორი დიდი და ძლიერი ქვეყნისთვის საუკეთესო გზაა”.

„პრეზიდენტ ტრამპისა და თავმჯდომარე სი ძინპინის ისტორიული შეხვედრის შემდეგ, ასევე, პოზიტიური შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგასთან, ჩინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან ადმირალ დონგ ჯუნთან, მალაიზიაში. ადმირალი და მე ვეთანხმებით, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და კარგი ურთიერთობები ჩვენი ორი დიდი და ძლიერი ქვეყნისთვის საუკეთესო გზაა. ადმირალ დონგთან ერთად, ასევე, შევთანხმდით, რომ უნდა შევქმნათ სამხედრო არხები კონფლიქტების დეესკალაციისა და ნებისმიერი წარმოშობილი პრობლემის დეესკალაციის მიზნით. ამ საკითხზე მალე კიდევ ბევრი შეხვედრა გვექნება. ღმერთმა დალოცოს როგორც ჩინეთი, ასევე აშშ!”, – წერს თავდაცვის მინისტრი.

Back to top button