
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილი 5111 ცხოველიდან (აჭარაში – 923 ძაღლი და 24 კატა; იმერეთში – 1844 ძაღლი და 10 კატა; კახეთში – 2246 ძაღლი; ბორჯომის მუნიციპალიტეტში – 64 ძაღლი) ეკიპაჟის წევრებმა ბუნებრივ არეალში დააბრუნეს 4772, ხოლო 339 – ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაბრუნდება. ცხოველებს ჩაუტარდა შემდეგი მანიპულაციები: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია; 5083 ძაღლს/კატას გაუკეთდა იდენტიფიკაცია, დაედო საყურე ნიშანი (28 ძაღლს ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დადებული საყურე ნიშანი);
4772 ძაღლს/კატას გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია.
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას . პროგრამა დღეისათვის მოიცავს აჭარას, იმერეთის, კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება
პროგრამის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მონაცემებს მუდმივ რეჟიმში განაახლებს და მიაწვდის საზოგადოებას.