
დღეს ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა შეგვახსენა, რომ ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) წარმატებულად შეუერთდა ცილისმწამებლურ ანტიქართულ კამპანიას, რომელსაც „დიფ სთეითი“ აწარმოებს ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ. თურმე საქართველოში მედია მიტაცებული ყოფილა ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც 2012 წლიდან მოყოლებული ერთ-ერთი მთავარი, რაც გააკეთა – მედია ავტორიტარული დიქტატორული მმართველობის მსახურებისგან გაათავისუფლა და მისცა მაქსიმალური თავისუფლება ოპოზიციურ საინფორმაციო სარედაქციო პოლიტიკას, როგორც ტელევიზიით, ასევე რადიომაუწყებლობით და ინტერნეტმედიასაშუალებებით, – წერს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, „რეპორტიორების საზღვრის გარეშე“-ს უსამართლობისა და ცილისწამების მატარებელი გადაწყვეტილება ასიმეტრიულად ჯდება „დიფ სთეითის“ დანარჩენი მარიონეტი ორგანიზაციების ბოლოდროინდელ პერფორმანსებში, როდესაც მთელ რიგ ქართველ კანონისდამრღვევს აჯილდოებენ სხვადასხვა პრემიით და ამით ჩვენს ქვეყანაში დანაშაულის ჩადენას ახალისებენ.
„დღეს ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა შეგვახსენა, რომ ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) წარმატებულად შეუერთდა ცილისმწამებლურ ანტიქართულ კამპანიას, რომელსაც „დიფ სთეითი“ აწარმოებს ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ. თურმე საქართველოში მედია მიტაცებული ყოფილა ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც 2012 წლიდან მოყოლებული ერთ-ერთი მთავარი, რაც გააკეთა – მედია ავტორიტარული დიქტატორული მმართველობის მსახურებისგან გაათავისუფლა და მისცა მაქსიმალური თავისუფლება ოპოზიციურ საინფორმაციო სარედაქციო პოლიტიკას, როგორც ტელევიზიით, ასევე რადიომაუწყებლობით და ინტერნეტმედიასაშუალებებით. ამ ორგანიზაციამ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის 34-კაციან სიაში ბიძინა ივანიშვილი შეიყვანა, სადაც ერთი მინიშნებითაც არ არის ნახსენები არც მოლდოვას და არც უკრაინის პრეზიდენტები: მაია სანდუ და ვოლოდიმირ ზელენსკი.
ერთხელაც გავიხსენოთ ამ ქვეყნებში „სიტყვის თავისუფლებისა“ და „აზრის გამოხატვის“ სფეროებში არსებული ვითარება: მოლდოვა – დაიხურა 10 ტელეკომპანია: 6 არხი (Primul în Moldova, RTR Moldova, Accent TV, NTV Moldova, TV6, Orhei TV) – მაუწყებლობის ლიცენზიები შეჩერდა 2022 წლის 16 დეკემბერს კიდევ მინიმუმ 4 არხი, რომლებიც დაკავშირებულია პლახოტნიუკთან/„შორთან“ – გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა 2023 წლის ნოემბერში; უკრაინა – დაიხურა არანაკლებ 6 ცენტრალური ტელეკომპანია:
112 Ukraine, NewsOne, ZIK – ეთერიდან მოხსნა მოხდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სანქციის გადაწყვეტილებით 2021 წლის 2 თებერვალს Pershyi Nezalezhnyi (First Independent) – მაუწყებლობა, ფაქტობრივად, შეჩერდა გახსნიდან მალევე, 2021 წლის თებერვალში; მოგვიანებით დამატებითი სანქციები დაწესდა 2021 წლის დეკემბერში UkrLive – სანქციები 2021 წლის 29 დეკემბერს NASH – დაბლოკვა/დახურვა სანქციების საფუძველზე 2022 წლის თებერვალში (ეთერი) და საბოლოოდ აკრძალვა – 2023 წლის 8 ივნისს.
საქართველოში 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან სახელმწიფოს, თუ ბიძინა ივანიშვილის პირადი ჩარევის საფუძველზე არ დახურულა არც ერთი, მათ შორის – ოპოზიციური პარტიული ტელევიზია. ამ უტყუარი ფაქტების წინაშე – „რეპორტიორების საზღვრის გარეშე“-ს უსამართლობისა და ცილისწამების მატარებელი გადაწყვეტილება ასიმეტრიულად სავსებით ჯდება „დიფ სთეითის“ დანარჩენი მარიონეტი ორგანიზაციების ბოლოდროინდელ პერფორმანსებში, როდესაც მთელ რიგ ქართველ კანონისდამრღვევს აჯილდოებენ სხვადასხვა პრემიით და ამით ჩვენს ქვეყანაში დანაშაულის ჩადენას ახალისებენ…“, – წერს ქართველიშვილი.