
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერთან, ლი ციანთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი.
“ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ვიზიტის ფარგლებში მქონდა პატივი, შევხვედროდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს, ლი ციანს. ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა ჩვენს ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.