ვატო შაქარიშვილი „ემაარ ჯგუფის” ინვესტიციაზე: ყველაფერი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სარგებლის მომტანია, მტრების და მათი აქაური აგენტების გაღიზიანებას იწვევს – განსაკუთრებით კომიკურად გამოიყურებიან, ბანკირ-თაღლითები, რომლებიც პატრონების დავალებით ნაციონალისტებად გადაიქცნენ

„გასაკვირი არ იქნებოდა, რომ „ემაარ ჯგუფის“ მხრიდან საქართველოში დაგეგმილი $6.5 მილიარდიანი ინვესტიცია საჯარო დისკუსიის თემა გამხდარიყო, მაგრამ მსჯელობის ნაცვლად, ჩვენ თვალს ვადევნებთ საქართველოს ინტერესებზე ღია თავდასხმას – ყველაფერი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სარგებლის მომტანია, მტრების და მათი აქაური აგენტების გაღიზიანებას იწვევს“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ვატო შაქარიშვილი წერს სოციალურ ქსელში.

შაქარიშვილი კომიკურს უწოდებს მამუკა ხაზარაძის მიერ არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას და აცხადებს, რომ საამიროების მოქალაქეთა ცხოვრების დონე, სამწუხაროდ აღემატება საქართველოსას, შესაბამისად არ არსებობს მიზეზი რის გამოც შესაძლებელია საამიროების მოქალაქეები მასობრივად საქართველოში დამკვიდრდნენ.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე და მისი პარტნიორები მდარე პოპულიზმით ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს წინსვლას.

„თაღლითების ფსევდოპატრიოტული აღტკინება გასაკვირი არ იქნებოდა, რომ „ემაარ ჯგუფის“ მხრიდან საქართველოში დაგეგმილი $6.5 მილიარდიანი ინვესტიცია საჯარო დისკუსიის თემა გამხდარიყო, მაგრამ მსჯელობის ნაცვლად, ჩვენ თვალს ვადევნებთ საქართველოს ინტერესებზე ღია თავდასხმას – ყველაფერი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სარგებლის მომტანია, მტრების და მათი აქაური აგენტების გაღიზიანებას იწვევს.

არაფერი მაქვს ჯანსაღი, არგუმენტირებული მსჯელობის საწინააღმდეგო, მაგრამ ურაპატრიოტიზმისთვის დამახასიათებელი ლოზუნგების გარდა არაფერი ისმის. განსაკუთრებით კომიკურად გამოიყურებიან, ბანკირ-თაღლითები, რომლებიც პატრონების დავალებით ნაციონალისტებად გადაიქცნენ.

ლოზუნგების მიღმა, არავინ უხსნის ხალხს, რამ უნდა უბიძგოს საამიროების მოქალაქეებს მასიურად ჩამოსახლდნენ საქართველოში, როდესაც სამწუხაროდ ამ დრომდე მათ ქვეყანაში ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად აღემატება ჩვენი ქვეყნისას – საშუალო შემოსავლით, პენსიის ოდენობით, ჯანდაცვის ხარისხით და ა.შ.

წლებია, მთელი მსოფლიოდან მდიდარი ადამიანების ყველაზე სასურველი მიმართულებაა საამიროები – ამერიკის, ბრიტანეთის, ჩინეთის, გერმანიის მოქალაქეები ტოპ ათეულში შედიან, ვინც საამიროებში უძრავ ქონებას ყიდულობენ. საქართველოს მოსახლეობას კი, უმტკიცებენ, რომ საამიროებიდან მასობრივი მიგრაციაა მოსალოდნელი. საქართველოში მსხვილი მასშტაბის ბევრი დეველოპერული პროექტი ხორციელდება და სურვილის შემთხვევაში საამიროების მოქალაქეებს აღნიშნულ პროექტებშიც შეუძლიათ უძრავი ქონების შეძენა, მაშინ უნდა გავაჩეროთ მშენებლობა და საერთოდაც იზოლაციაში მოვაქციოთ ჩვენი ქვეყანა…

თანაც ვინ ეწინააღმდეგება საქართველოს განვითარებას, ადამიანები რომლებმაც – ჯერ შევარდნაძის დროს მიიღეს პრივილეგიები და ეროვნული რესურსები ჩაიგდეს ხელში; შემდეგ ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს ნაწამებ ადამიანებს ციხეში გაფორმებული ხელშეკრულებებით ბიზნესი და ქონება წაართვეს; უამრავი ოჯახი გამოასახლეს უკანასკნელი საცხოვრისიდან; ლისის ტბა და მიმდებარედ ასობით ჰექტარი ტერიტორია მიიღეს სააკაშვილისგან, სახელმწიფოს 33% კი არა, 0.3%-ც არ მიუღია იმ ბიზნესიდან, რაც იქ აწარმოეს; საკუთარი პარტნიორებიც კი გაძარცვეს ბანკში; შემდეგ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩააგდეს, როცა ყველა ამ დანაშაულზე პასუხისგების საფრთხე დაუდგათ, პოლიტიკას შეაფარეს თავი. საქართველოს მტრებს აგენტობაზე მოუწერეს ხელი და უკვე პოლიტიკიდან დაიწყეს ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა.

ახლა ისღა დარჩენიათ მდარე პოპულიზმით საქართველოს წინსვლას შეუშალონ ხელი. იმას კარგად ხვდებიან, რამხელა ბუსტია ჩვენი ეკონომიკისთვის $6.5 მილიარდიანი ინვესტიცია და სწორედ ეს არ აძლევთ მოსვნებას. ლგბტ დეკლარაციაზე ხელმომწერი პარტია გამოდის და ეროვნულ იდენტობაზე აპელირებს. თუ კი რაიმე მართლაც საფრთხის შემცველია, იმის ხმალამოღებული მომხრეები და ლგბტ პროპაგანდისტები არიან.

კარგია, ასეთი მონწინააღმდეგეები რომ გამოუჩნდა „ემაარ ჯგუფის“ პროექტს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მის პოზიტირ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის.

P.S. შეგახსენებთ, რომ ხაზარაძე თავად არის ჩართული დეველოპერულ/სამშენებლო ბიზნესში და არ არის გამორიცხული ამ კამპანიის უკან მასთან ერთად გარკვეული ბიზნეს-ჯგუფები იდგნენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის შემოსვლა, საქართველოს მოსახლეობას კონკურენტულ ფასს და უკეთეს ხარისხს შესთავაზებს, რაც ნამდვილად არ მოსწონთ, ვინღა იყდის მათ „ასანთის კოლოფებში“ ბინებს მაღალ ფასად… მათ მოუწევთ ხარისხის გაზრდა და მადის შემცირება”, – წერს ვატო შაქარიშვილი.

Back to top button