
საქართველოს ბანკი, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ამ მიზნით, მობილბანკში მიმდინარეობს მასშტაბური გათამაშება, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, დააგროვონ ბილეთები და 650 000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან თანხა მიიღონ.
გათამაშება უკვე ახალ ეტაპზე გადავიდა — მომხმარებლებს შეუძლიათ, მოიწვიონ მეგობრები და მომენტალურად 50 ბილეთი მიიღონ.
მოწვევის გაგზავნა შესაძლებელია მეგობრისთვის, რომელსაც ჯერ არ აქვს მობილბანკი ან 30 დღეა არ გამოუყენებია აპლიკაცია. ადრესატი SMS-ის სახით მიიღებს ბმულს, სადაც ინფორმაციის შევსების შემდეგ, მობილბანკში შესვლას და ბილეთების დაგროვებასშეძლებს.
როგორ გროვდება ბილეთები?
- მობილბანკში შესვლისთანავე ერჯერადად 5 ბილეთს მიიღებ;
- თითო გადარიცხვაზე, გადახდაზე ან ნებისმიერ სხვა ტრანზაქციაზე – ერთ ბილეთს მიიღებ;
- თითო პროდუქტის გააქტიურებისას, მაგალითად ბარათის შეკვეთისას, საინვესტიციო ანგარიშის გახსნისას, ნებისმიერი დაზღვევის ან სხვა პროდუქტით სარგებლობისას, 5 ბილეთს მიიღებ;
- პოს ტერმინალის გამოყენებისას ან ონლაინ შოპინგისას ყოველ ათ ლარზე ერთი ბილეთი გროვდება;
გათამაშება 4 თვის განმავლობაში გრძელდება. ყოველი თვის ბოლოს სამ-სამი გამარჯვებული გამოვლინდება, საპრიზო ფონდი თითოეულ თვეზე 50 000 ლარია, რის შემდეგაც ფინალი გაიმართება, სადაც ნახევარი მილიონი გათამაშდება. აღსანიშნავია, რომ ბილეთების შეგროვება ყოველთვე ახლიდანაა შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს მოგების შანსი ყოველთვე ექნებათ. ფინალში მონაწილეობას წინა თვეებში დაგროვებული ყველა ბილეთით შეძლებთ, მონაწილეობისთვის კი მობილბანკში დეკემბერში შესვლაც საჭიროა.
გათამაშების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბმულს. განაახლე მობილბანკი, ან თუ ჯერ არ სარგებლობ აპლიკაციით, გადმოწერე მარტივად და ჩაერთე გათამაშებაში.