
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, შპს „საქართველოს მელიორაცია“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, დანალექი გრუნტისგან გამანაწილებელი არხის 2500 მეტრიანი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, რის შედეგადაც, 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. შედეგად, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება გაიზრდება.
სარწყავი არხების მოწესრიგების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
კახეთში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დამატებით 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8 725 ჰექტარია.