
„ტრაგიკულად არ უნდა აღვიქვათ, თუ ერთ მშვენიერი დღეს ვეღარ გადავკეტავთ რუსთაველს“, – ამის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერმა, კინომცოდნე თეო ხატიაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არის სიმბოლური აქტი და თუ ის ვერ შედგება, არ ნიშნავს, რომ პროტესტი დასრულდა.
„იმიტომ, რომ ეს არის სიმბოლური აქტი, გასაგებია და სწორედ იმიტომ, რომ სიმბოლურია, თუ ის ვერ შედგა, ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი დამთავრდა. არაუშავს, ჩვენ მოვიფიქრებთ მაინც გამოსავალს, რაც უნდა ბევრი პოლიციელი ჩააყენონ“, – განაცხადა თეო ხატიაშვილმა.