ოლიმპიადამ გვასწავლა, როგორ მივიდეთ იდეიდან რეალურ შედეგამდე – STEM ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდი გორიდან

„საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი- STEM ოლიმპიადა 2023 წელს მეცნიერებებისა და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. მას შემდეგ წარმატებით ჩატარდა რამდენიმე სეზონი. ახლა კი უკვე მესამე სეზონზე განაცხადების მიღებაა დაწყებული, რომელიც 30 ბოემბრამდე გაგრძელდება. მეტი დეტალის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

  • STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ერთი სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული;
  • STEM ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება: პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. მეორე ეტაპზე კი, საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდი პრაქტიკული დავალებების შესრულებაზე ერთად იმუშავებს;
  • საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს.

ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.

სანამ გავიგებთ როგორია დაინტერესება მესამე სეზონის მიმართ, მანამდე მოგიყვებით მე-3 ადგილოსან, ვაჟაფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის გუნდზე. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ნინი მაისურაძესალომე გოგოლაძეთემური გალუსტიანცილიკა ბაზანდარაშვილინინო ოთინაშვილი.

გუნდის მენტორმა, ნინო რაზმაძემ, გვიამბო, STEM მეცნიერებების მნიშვნელობისა და გუნდის წარმატების შესახებ:

“STEM განათლება მოსწავლეებს უვითარებს ანალიტიკურ აზროვნებასკრეატიულობასინოვაციურობასაყალიბებს კრიტიკულად მოაზროვნე ინდივიდებსრომლებსაც შეუძლიათ რეალური პრობლემების გადაჭრაგამარტივება და რეალობის უკეთესობისკენ შეცვლა. STEM ოლიმპიადა და STEM სკოლა ახალგაზრდებს აჩვენებსრომ მეცნიერება და ტექნოლოგია შეიძლება იყოს ძალიან საინტერესოსახალისო და სასარგებლო“.

მონაწილეები ოლიმპიადაზე მუშაობენ რეალურ პროექტებზე, რითიც ხვდებიან როგორ გამოიყენება თეორიული ცოდნა პრაქტიკაში. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს მოსამზადებელ ეტაპს, წარმატებულ ასპარეზობას თან ახლავს საკმაოდ ინტენსიური, მაგრამ სახალისო მეცადინეობის პროცესი:

ოლიმპიადისთვის მზადება საკმაოდ საინტერესომაგრამ შრომატევადი პროცესი იყოყოველდღიურად ვიკრიბებოდით სკოლაშისადაც ვესწრებოდით სემინარებსვმუშაობდით თეორიულ და პრაქტიკულ მასალაზევცდილობდით ახალიორიგინალური პროექტების შექმნასიდეებს დიდ დროს ვუთმობდით – ვფიქრობდითვაანალიზებდით და საბოლოოდ საუკეთესო მოსაზრებებს პრაქტიკაში ვახორციელებდითამ პროცესში ძალიან დავმეგობრდით და ერთმანეთი უკეთ გავიცანით. საინტერესო და დაუვიწყარი გზა გავიარეთ”.

ოლიმპიადის მესამე ეტაპზე მოსწავლეებს დამოუკიდებლად უნდა შეესრულებინათ ფინალური პროექტი, სწორედ ამ ეტაპზე გამოვლინდნენ საპრიზო ადგილოსანი გუნდები:

ფინალური დავალება ძალიან საინტერესო იყოთუმცა არც თუ ისე მარტივიყველაზე დიდი სირთულე ოთხივე დავალების სწორად დაგეგმვა და შესრულება გამოდგათითოეული ეტაპი მაქსიმალურ ჩართულობასა და შრომას მოითხოვდარა თქმა უნდაგამარჯვების იმედი გვქონდარადგან დიდი ენერგია და დრო დავხარჯეთ მოსამზადებლადთუმცა სხვა გუნდებმაც ძალიან საინტერესო და მაღალი დონის ნამუშევრები წარმოადგინეს.”

საკუთარი შთაბეჭდილებები გუნდის წევრებმაც გაგვიზიარეს:

ოლიმპიადაში გამარჯვება განსაკუთრებული გრძნობაა, მთელ გუნდს დიდი მოტივაცია გვაქვსრომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელოთ ტექნოლოგიების შესწავლა. STEM ოლიმპიადა დაგვეხმარა ბევრი საჭირო უნარის განვითარებაშიგვასწავლაროგორ ვიმუშაოთ გუნდურადროგორ გადავჭრათ რთული ამოცანები და როგორ მივიდეთ იდეიდან რეალურ შედეგამდე “ – ამბობს ნინი მაისურაძე.

მომავალში ეს გამოცდილება ძალიან გამოგვადგება უნივერსიტეტში სწავლისასპროფესიის არჩევისასთუ რეალურ სამუშაო გარემოშისადაც ტექნოლოგიური და ინჟინრული უნარები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება”, – ამატებს სალომე გოგოლაძე.

სამეული მოხვედრა იმდენად გაგვიხარდარომ სიტყვებით რთულია ამ ემოციების გადმოცემაეს გამარჯვება ჩვენთვის უზარმაზარი მოტივაცია და სტიმულია არა მხოლოდ ჩვენთვისარამედ ყველა საჯარო სკოლისთვისაცერთადერთი საჯარო სკოლა ვიყავით, რომელიც სამეულში მოხვდაძალიან გვეამაყებარომ ჩვენი სკოლა და ქალაქი ასე ღირსეულად წარმოვაჩინეთ”, – გვეუბნება თემური გალუსტიანცი.

საქართველოს ბანკი მომავალშიც განაგრძობს პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენასა და ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერას. STEM ოლიმპიადის მსგავსი პროექტები ქმნის ახალ შესაძლებლობებს და მოტივაციას მოსწავლეებისთვის, რომ განათლების გზაზე არასოდეს გაჩერდნენ.

Back to top button