ჩვენთვის ჩინური ბაზარი ძალიან საინტერესოა, რადგან ძალიან მზარდია – ყვარლის სარდაფი

CIIE 2025-ზე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რომელიც შანხაიში 5 – 10 ნოემბერს მიმდინარეობდა, 40 – მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

გამოფენაში საქართველოდან მეწარმეებისა და მათი პროდუქციის წარმოდგენას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, უწევდა ორგანიზებას.

„გამოფენა საინტერესოდ მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ შესაძლებლობას გვაძლევენ, პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ ღვინოს. ჩვენთვის ჩინური ბაზარი ძალიან საინტერესოა, რადგან ძალიან მზარდია,“ – განაცხადა ყვარლის სარდაფის წარმომადგენელმა ლიკა პარტენიშვილმა.

5-10 ნოემბერს, შანხაიმ საერთაშორისო იმპორტის ყველაზე მასშტაბურ გამოფენას – China International Import Expo (CIIE) უმასპინძლა, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა. 2025 წელს CIIE-ზე წარმოდგენილი იყო 3,000-ზე მეტი ორგანიზაცია 100-ზე მეტი ქვეყნიდან, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობამ დაახლოებით 150,000-ს მიაღწია.

Back to top button