მოსწონთ ჩვენი თაფლი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შემოვალთ ბაზარზე – კომპანია AGI – ის წარმომადგენელი

CIIE 2025-ზე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე China International Import Expo (CIIE) 2025-ს 40 – მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს გამოფენის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა და სამი პავილიონით იყო წარმოდგენილი. ერთი მათგანი სურსათსა და სასმელების მწარმოებლებს დაეთმოთ. მათ შორის, იყვნენ თაფლის მწარმოებლებიც – ეს პროდუქცია ახალია ჩინეთის ბაზრისთვის.

„ჩვენ თაფლს ყვარელში ვაწარმოებთ. გამოფენაზე ძალიან დადებითი გამოხმაურება მივიღეთ – ადგილობრივებს მოსწონთ ჩვენი თაფლი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩინეთის ბაზარზე შევალთ,“ – აღნიშნა კომპანია AGI – ის წარმომადგენელი ნინო წიწილაშვილმა.

კომპანიის თაფლი ბაზარზე „როიალ ბის“ ბრენდით იყიდება. გამოფენაში საქართველოდან მეწარმეებისა და მათი პროდუქციის წარმოდგენას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, უწევდა ორგანიზებას. წელს საქართველო უპრეცედენტო მასშტაბით იყო წარმოდგენილი. ესენია: ეროვნული პავილიონი, საკვები და სასმელი პროდუქციის ზონა, ასევე ტანსაცმლისა და აქსესუარების განყოფილება. China International Import Expo-ს 2025 წლის ღონისძიებაზე100-ზე მეტი ქვეყნის 3,000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.

Back to top button