
10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ღვაწლმოსილ და ახალგაზრდამეცნიერებს გამორჩეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სიგელები და საპატიო ჯილდოები გადასცა.
გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცა და მეცნიერების განვითარების საქმეში თითოეული მათგანის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
მინისტრთან ერთად მეცნიერებს საპატიო ჯილდოები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში სიგელები და საპატიო ჯილდოები გადაეცათ – რუსთაველის ფონდის პრემიის „მეცნიერებაში შეტანილი წვლილისა და განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ 10 ლაურეატ მეცნიერს, რუსთაველის ფონდის 2025 წლისპრემიისკონკურსის „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ შვიდი სამეცნიერო მიმართულებით გამარჯვებულ ახალგაზრდა მეცნიერებს და რუსთაველის ფონდის 2025 წლის პრემიის კონკურსის „ქალები მეცნიერებაში-განსაკუთრებულიმიღწევებისათვისმათემატიკის მიმართულებით“ გამარჯვებულ ქალ მეცნიერს.
2025 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საიუბილეო თარიღი –20 წლისთავი აღინიშნება. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, ღონისძიების ფარგლებში ფონდის საქმიანობის მიზნების, ძირითადი მიმართულებების, მიღწეული შედეგებისა დასამომავლო პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
2025 წლის მეცნიერების საერთაშორისო დღის მთავარისლოგანია: „ნდობა, გარდაქმნა და მომავალი- როგორი უნდა იყოს მეცნიერება 2050 წელს‘‘.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტების რექტორებმა, მეცნიერებმა, მკვლევრებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრება.